logo
ENG



ნეთანიაჰუმ ჰამასის ვიდეოჩანაწერს "სასტიკი ფსიქოლოგიური პროპაგანდა" უწოდა

30 ოქტ 202319:39
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/30/szdkadoerup9e9r.jpeg

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაცია ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის მიერ გავრცელებულ პროპაგანდისტულ ვიდეოს ეხმაურება, რომელშიც სავარაუდოდ ისრაელელი მძევლები ჩანან.

ისრაელის ხელისუფლებამ ვიდეოს "სასტიკი ფსიქოლოგიური პროპაგანდა" უწოდა და ჰამასი სამხედრო დანაშაულში დაადანაშაულა.

ვიდეოს პირადად ნეთანიაჰუც გამოეხმაურა და "მძევლებს" მიმართა.

"ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ყველა მძევალი და დაკარგული ადამიანი სახლში დავაბრუნოთ", - წერა ისრაელის პრემიერმინისტრმა.

გარდა ამისა, ნეთანიაჰუმ ვიდეოში ნაჩვენები სამივე ქალის იდენტიფიცირებაც მოახდინა და მათი სახელებიც თქვა - დანიელ ალონი, რიმონ კირშტი და ელენა ტრუპანობა.

***

ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც სამი, სავარაუდოდ, ისრაელელი მძევალი ჩანს.

პროპაგანდისტულ ვიდეოში, სავარაუდო მძევლები ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს აკრიტიკებენ და ტყვეების გაცვლაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. ისინი ნეთანიაჰუს ადანაშაულებენ იმაში, რომ მან ქვეყანა ტერორისტული დაჯგუფების თავდასხმისგან [7 ოქტომბერს] ვერ დაიცვა.


close დახურვა